მიმდინარე პროექტები

ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში

პროექტი „ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში“ მიზნად ისახავს საქართველოში სიღარიბის ინდიკატორების დინამიკის ანალიზს, ქრონიკული სიღარიბის მასშტაბის შეფასებას, გრძელვადიანი სიღარიბის ფაქტორების გამოვლენას,  შემოსავლების უთანაბრობის მდგრადობის შესწავლას, სიღარიბის დაძლევის სამთავრობო პოლიტიკის დღის წესრიგის შეფასებასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

პროექტის დაინტერესებულ მხარეებსა და ბენეფიციარებში მოიაზრება საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქსტატი და ა.შ. ასევე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური კვლევითი ცენტრები და მედია.

პროექტს ახორციელებს რონდელის ფონდი ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.