მიმდინარე პროექტები

საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში

პროექტის მიზანს წარმოადგენს  საქართველოში მცხოვრები რელიგიური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ასევე, მათთვის გასაგები ენითა და ფორმით სწორი ინფორმაციის მიღებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმ მიზნით, რომ  შეიცვალოს დასავლეთთან დაკავშირებით მოსახლეობაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და კარგად დაინახონ  ის ეკონომიკური და სოციალური შედეგების სიკეთე, რასაც მოიტანს დასავლეთთან ინტეგრაცია. ამასთან, პროექტი წარმოადგენდა  ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვის კიდევ ერთ დადასტურებას.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოშო, კერძოდ, გურიასა და მთიან აჭარაში, მცხოვრები მაჰმადიანი მოსახლეობის ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის, ძირითადა უფროსკლასელებისათვის, ლექციების ჩატარებას ნატოს,  ევროკავკავშირისა და სხვა ფართო საკითხების შესახებ, რათა გაიზარდოს მათი ცოდნა აღნიშნული საკითხების შესახებ.

პროექტს ახორციელებს რონდელის ფონდი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.