მიმდინარე პროექტები

საჯარო მოხელეების ტრენინგი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) 2017 წლის 1 მარტიდან ივნისის ბოლომდე ახორციელებს პროექტს საჯარო მოხელეების ტრენინგი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში. პროექტი მიმდინარეობს ამერიკის შეერტებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება 2020 პროექტის (HICD 2020) მხარდაჭერით, რომელსაც კომპანია  Mendez England & Associates (ME&A) ახორციელებს.

პროექტი ძირითადად გამიზნულია საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებისათვის, თუმცა მასში მონაწილეობენ სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებიც. პროექტის მთავარი მიზანია საჯარო სამსახურის თანამშრომლების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების სფეროში. პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაივლიან სალექციო/პრაქტიკულ მეცადინეობას სხვადასხვა დისციპლინაში, რაც მთლიანობაში დაეხმარება მათი ცოდნისა და უნარების დახვეწა-გაზრდას პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღებისას. ლექციების პარალელურად პროექტის მონაწილეები მენტორების დახმარებით იმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტების შექმნაზე. დოკუმენტებისათვის თემებს შეარჩევენ საკუთარი სამუშაოს და ინტერესების გათვალისწინებით. ამგვარად საჯარო მოხელეები ისწავლიან, თუ როგორ უნდა შექმნან პოლიტიკის დოკუმენტები და ზოგადად, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკის ჩამოყალიბების საქმეში. პროგრამის ბოლოს მონაწილეები პროექტის მიმდინარეობისას შექმნილ საკუთარ პოლიტიკის დოკუმენტებს უფრო ფართო აუდიტორიას გააცნობენ. 

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.