მიმდინარე პროექტები

ექსპერტები რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის გზების ძიებაში

პროექტის მიზანს წარმოადგეს ქართველ და რუს ექსპერტებს შორის ნდობის გაღრმავება, მათი თანამშრომლობით რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარების გზების გამონახვა და მხარეებს შორის დიალოგის არსებული ფორმატების ხელშეწყობა, რაც ამ პროცესებს ახალ ბიძგს მისცემს.

პროექტის ფარგლებში:

ა. საქართველოდან და რუსეთიდან წარმოდგენილი ექსპერტთა ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან თავისუფალი დისკუსიის ფორმატში და ერთობლივად        იმსჯელებენ   ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების შესახებ.

ბ. გაიმართება კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექსპერტები და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა უფრო მეტი ქართველი სპეციალისტი და შესაბამისი საჯარო მოხელე გაეცნოს რუსი ექსპერტების მოსაზრებებსა და პოზიციას იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც გავლენა აქვთ საქართველო-რუსეთის დღევანდელ თუ ხვალინდელ ურთიერთობებზე.

გ. პროექტის მონაწილეები შეიმუშავებენ ანალიტიკურ ბარათებს.

2016 წელს ჩატარებული შეხვედრების ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა სტატიები ძირითადად ქართულ-რუსული საზიარო ინტერესების თემებზე დაწერეს.  ახალი პროექტი კი ითვალისწინებს  ქართულ-რუსულ მიდგომებში ძირითადი განსხვავებების/შეუსაბამობების ანალიზს და ამ საკითხებზე ანალიტიკური ბარათების წერას, რომლებიც ან პირდაპირ ეხება ამ ორ ქვეყანას, ან საერთაშორისო და რეგიონულ ჭრილში მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული. ავტორებს მოეთხოვებათ დაწერონ არსებული განსხვავებების შედეგებისა და რისკების შესახებ, ასევე ამ რისკების შემცირების შესაძლო გზებისა და მხარეების შერიგების შესაძლებლობების შესახებ.

პროექტს ახორციელებს რონდელის ფონდი ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით. 

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.