კოლექტივი

ეკა მეტრეველი

პრეზიდენტი

ეკა მეტრეველი 2016 წლიდან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტია. მანამდე, 2015 წლის ივნისიდან, იყო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ე. მეტრეველი 2002 წლიდან არის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ადამიანთა უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი. მის საკვლევ სფეროს წარმოადგენს მმართველობა და ეთნიკური უმცირესობების საკითხები. იგი ფონდში 2002 წლიდან ხელმძღვანელობს ეფექტური მმართველობის, საჯარო პოლიტიკისა თუ ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებულ მრავალკომპონენტიან ინიციატივებს. ეკა მეტრეველი 1995 წლიდან მუშაობდა აშშ-ის საელჩოში თბილისში, ჯერ აშშ-ის სამხედრო ატაშეს ოფისში, შემდეგ,  1999-2000 წწ., იყო საჯარო დიპლომატიის განყოფილების თანამშრომელი.  2000-2001 წწ. იგი იყო პიტსბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრში ანალიტიკოსი. 2001-2002 წწ. მუშაობდა ამერიკის იუსტიციის ეროვნული ინსტიტუტის კონსულტანტად. 2002-2004 წწ. ეკა მეტრეველი, როგორც სამოქალაქო განათლების პროგრამის სტიპენდიანტი, ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეკა მეტრეველი არის ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი (1996).  2000-2001 წწ. მასკის პროგრამის ფარგლებში აშშ-ში, პიტსბურგის უნივერსიტეტში, გაიარა სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა საზოგადოებრივი პოლიტიკისა და მენეჯმენტის მაგისტრის წოდება სპეციალიზაციით საერთაშორისო უსაფრთხოება.

 

კახა გოგოლაშვილი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

კახა გოგოლაშვილი - სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელია.  

იგი მოღვაწეობდა აკადემიურ სფეროში და დიპლომატიურ სამსახურში. არის ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრაციის სასწავლო კურსების ავტორი. მონაწილეობას იღებდა მაღალი რანგის საჯარო მოსამსახურეთა მომზადებასა და გადამზადებაში. 1990 წლიდან იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად და უშუალოდ მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებში. 1994-96 წლებში ბ-ნი გოგოლაშვილი ჩაბმული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ირგვლივ წარმოებულ მოლაპარაკებათა პროცესში. 1996-2000 წლებში კი მოღვაწეობდა ევროკავშირთან საქართველოს მისიაში (ქ.ბრიუსელი) ჯერ მრჩევლის, შემდეგ კი დესპანის რანგში. 2000 წლიდან ბ-ნი გოგოლაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების იმპლემენტაციის სამთავრობო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და მომდევნო წლის განმავლობაში აღნიშნული კომისიის მდივანია. როგორც ბრიუსელში, ასევე თბილისში მოღვაწეობის დროს ბ-ნი გოგოლაშვილის აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე პოლიტიკურ კონსულტაციებში, რომელთა შედეგსაც საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება წარმოადგენდა.

1990-2000 წლებში მას საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა. 2001 წელს კი სათავეში ჩაუდგა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო და სამართლებრივი ურთიერთობების ქვეკომიტეტს. იგი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ბ-ნი გოგოლაშვილი მოღვაწეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში, მ.შ. ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროექტებში. იგი აგრძელებს ევროინტეგრაციასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობას. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კონფერენციებსა და სემინარებში. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები (1980 წ.) და მადრიდის დიპლომატიური აკადემია (1994).

 

 

 

ვლადიმერ პაპავა

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი

ვლადიმერ პაპავა 2001 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი. ვლ. პაპავას აქვს პოლიტიკური ეკონომიის, ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების სფეროში მუშაობის 35-წლიანი  გამოცდილება: 1977 წ.-დან, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-1994 წწ. - ამავე ინსტიტუტის დირექტორი, პარალელურად - მაკროეკონომიკის პროფესორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1994-2000 წწ. -  საქართველოს ეკონომიკის მინისტრი; 2000 წ. - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 2004-2008 წწ. - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი (დეპუტატი);  2005-2006 წწ. - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნიცშეს სკოლის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის (ვაშინგტონი, აშშ) მკვლევარი, ფულბრაიტის პროგრამით. 2013-2016 წლებში ვლადიმერ პაპავა იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ეკონომიკის პროფესორი, ასევე პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ვლ. პაპავა არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი: სოციალური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის მრჩეველთა საბჭო (პოლონეთი, 2007), სოციალური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო (რუსეთი, 2007),  „ცენტრალური აზიისა და კავკასიის“ ჟურნალის სარედაქციო საბჭო (შვედეთი, 2006), შედარებითი ეკონომიკური კვლევების ევროპული ასოციაცია (იტალია, 2006),  ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოება (აშშ, 2006), საერთაშორისო ატლანტიკური ეკონომიკური საზოგადოება  (აშშ, 1998), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ, 1995), საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემია (გაერო, 1994);  2010 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო კონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე. პროფ. პაპავამ ეკონომიკურ მეცნიერებებში საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში (1982), ხოლო სადოქტორო დისერტაცია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (1989) და ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1990). 2013 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). ვლ. პაპავას აქვს სახელმწიფო ჯილდოები და არის 300-ზე მეტი ნაშრომის ავტორი.

მერაბ კაკულია

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი

მერაბ კაკულია 2005 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი 2013 წლიდან. მ. კაკულიას აქვს მაკროეკონომიკის, ბანკებისა და ფინანსების, სავაჭრო პოლიტიკის, საერთაშორისო და გარდამავალი ეკონომიკის სფეროებში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო 1987 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იგი მუშაობდა ჯერ დოცენტად (1987-1992), შემდეგ კი - პროფესორად (2002-2005). 1993-2005 წწ.-ში მ. კაკულია იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრზიდენტი; 2000-2005 წწ.-ში - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველი საქართველოდან, ხოლო 1997- 2005 წწ.-ში - საერთაშორისო საანგარიშსწორებო სისტემა  SWIFT-ის ეროვნული კოორდინატორი. 2005- 2010 წწ.-ში მ. კაკულია მუშაობდა ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) მთავარ ეკონომიკურ ექსპერტად და ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკური ტენდენციების“ მთავარ რედაქტორად.  მ. კაკულია არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისიის პასუხისმგებელი მდივანი. 2010 წლიდან იგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის და პოლიტიკის სკოლის სრული პროფესორი. ამჟამად  მ. კაკულია ასევე არის საქართველოში კავკასიის განვითარების ბანკის - საქართველო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მერაბ კაკულიამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1983). 1986  წელს მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 2002 წელს ვ. მელქაძის სახელობის ეკონომიკური და სოციალური პრობლემემის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - სადოქტორო დისერტაცია.

დევიდ ჯ. სმიტი

უფროსი ექსპერი, საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი

დევიდ ჯ. სმიტი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის დირექტორი. ის ასევე არის უფროსი  მეცნიერ-თანამშრომელი პოტომაკის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში, ვაშინგტონი. 2002-2006 წლებში საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს წევრი. 1993-2002 წლებში ის იყო კორპორაცია „გლობალ ჰორიზონსის“ პრეზიდენტი, ხოლო მანამდე ამერიკის მთავარი მომლაპარაკებელი თავდაცვისა და სივრცის სფეროში. დევიდ სმიტი ასევე მუშაობდა არიზონას კონგრესმენთან ჯონ კაილთან და ეკავა შტაბის უფროსის თანამდებობა, იყო სენატის რესპუბლიკელი ლიდერის ბობ დოულის ასისტენტი სტრატეგიულ პოლიტიკასა და შეიარაღების კონტროლის დარგში,  ასევე ამერიკის სენატის პროფესიონალი შტაბის წევრი და ამერიკის დელეგაციის წევრი კონვენციური ძალებისა და ქიმიური იარარის შესახებ მოლაპარაკებების წარმოების საკითხებში. მას ეკავა აშშ-ის საჰაერო ძალებში მაიორის თანამდებობა. დ. სმიტი ფლობს სხვადასხვა ხარისხს, არიზონას უნივერსიტეტი, ეკონომიკის ლონდონის სკოლა და ჰარვარდის უნივერსიტეტი. 

ხათუნა მშვიდობაძე

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ხათუნა მშვიდობაძე არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ნიუ-ორკის იუთიკა კოლეჯის ასოცირებული პროფესორი და Cyberlight Global Associate-ის  დირექტორი. სხვადასხვა დროს იგი იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე და საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის მრჩეველი. ხ. მშვიდობაძე არის ექსპერტი კიბერუსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკის საკითხებში. მას გამოქვეყნებული აქვს სტატიები ისეთ წამყვან უცხოურ გამოცემებში, როგორიცაა Defense News, Jane's Defence Weekly, Jane's Foreign Report  და სხვ. იგი ავტორია კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი ნაშრომების, მოხსენებებისა და ტრეინინგ-კურსებისა. ხ. მშვიდობაძის მოხსენება „ახალი საფრთხეები: ენერგოუსაფრთხოება, კიბერთავდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა“ ნატოს სტრატეგიული კონცეფციის  ბიბლიოგრაფიის ერთ-ერთი ოფიციალური წყაროა. მისი კვლევის პრეზენტაცია, რომელიც რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეებს ეხება, წარდგენილ იქნა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შტაბბინაში, ბიუროს ათობით ოფისში, აშშ-ის შიდა უსაფრთხოებისა და იუსტიციის  დეპარტამენტებში და ამერიკის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოში. რუსულ კიბერსაფრთხეებზე კვლევის წარსადგენად იგი მიიწვიეს საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროებსა და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.   ხ. მშვიდობაძე არის მიწვეული სპიკერი აშშ-ის მთელ რიგ კერძო ორგანიზაციებსა თუ კვლევით ინსტიტუტებში. იგი არის სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი. ხ. მშვიდობაძეს მინიჭებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში; კავკასიის ბიზნესის სკოლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი  ბიზნესის ადმინისტრირებაში;  ნიუ-ორკის იუთიკა კოლეჯის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი კიბერექსპერტიზასა და კიბერდაზვერვაში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში. ხ. მშვიდობაძის სამაგისტრო ნაშრომი ეხება რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეებს, მიმართულს მეზობელი სახელმწიფოებისა და ამერიკის წინააღმდეგ. მისი სადოქტორო დისერტაცია მოიცავს გლობალური ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტებს. ხათუნა მშვიდობაძე 2011 წელს იყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლის  დონალდ რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტი. 

გიორგი ბადრიძე

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

გიორგი ბადრიძე 2013 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გ. ბადრიძეს აქვს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1992 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს, იყო კულტურის დეპარტამენტის მეორე მდივანი (1992-1993); პარტნიორულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი (1993-1994); დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი (1996-1997); ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (1997-1998); თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ელჩის მოადგილე) (1999-2002); ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (2002-2003); ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი (2004-06); დიდ ბრიტანეთში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ელჩის მოადგილე) (2007-2009); დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2009-2013). 2014 წლიდან გ. ბადრიძე არის მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე. გ. ბადრიძე არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი გ. ბადრიძეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1992 წ.). 1995-1996 წწ.-ში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და ევროპული სწავლებების ფაკულტეტზე (პრაღა და ბუდაპეშტი), რომლის წარჩინებით დამთავრების შედეგად მიენიჭა  მაგისტრის წოდება. გ. ბადრიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 

შოთა უტიაშვილი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

შოთა უტიაშვილი 2016 წლის იანვრიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მას აქვს საერთაშორისო ურთიერთობების, თავდაცვის, ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ანალიტიკურ სფეროებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება. 2012-2015 წწ.-ში ის მუშაობდა მკვლევარად თავისუფალი უნივერსიტეტის თბილისი პოლიტიკის ანალიზის ცენტრში. 2012 წელს (სექტემბერი-ნოემბერი) ის იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. ამავე წელს (ივლისი-სექტემბერი) მას ეკავა საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორისა და პრემიერ მინისტრის მრჩევლის თანამდებობა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში. 2004-2012წწ.-ში შოთა უტიაშვილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მანამდე, 2003-2004 წწ.-ში ის მუშაობდა ჟურნალისტად  გაზეთში  „24 საათი“.  2002 წელს შ. უტიაშვილი მუშაობდა მკვლევრად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში და ჩაატარა კვლევა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებული სამთავრობო ინსტიტუტების შესახებ.  2001-2002წწ.-ში მუშაობდა მკვლევარად  საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შ. უტიაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1994-1999), ასევე ის არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის  ეროვნული უსაფრთხოება და საჯარო პოლიტიკის პროგრამის კურსდამთავრებული (2 001-2002).  იგი ფლობს მონტერეის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის  საერთაშორისო პროგრამისა (2001) და კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის  შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამის სერტიფიკატებს (2012).

ვალერი ჩეჩელაშვილი

უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ვალერი ჩეჩელაშვილი 2016 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ვალერი ჩეჩელაშვილი 1989 წლიდან მოღვაწეობდა დიპლომატიის სფეროში და ეკავა სხვადსხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მეორე მდივნიდან მინისტრის მოადგილემდე (1998-2000). 2005 წელს იგი იყო ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2005-2007 წლებში მას ეკავა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. ის იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში (1994-1998), ხოლო 2004-2005 წლებში რუსეთის ფედერაციაში. 2000-2004 წლებში მას ეკავა გენერალური მდივნის პოზიცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ხოლო, 2007-2016 წლებში - გენერალური მდივნის პოზიცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში.მას დამთავრებული აქვს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით  (1983) და ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის დოქტორის ხარისხს.იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლითა და ორდენით და ასევე არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 

ქეთი ემუხვარი

მკვლევარი

ქეთევან ემუხვარი 2016 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი.  2006-2016 წ.წ-ში მას ეკავა პროექტის კოორდინატორის პოზიცია ფონდში. მისი პროფესიული კარიერა დაიწყო 2004 წ. მარკეტინგული კვლევების კომპანიაში „ACT კვლევა“, სადაც მუშაობდა ანალიტიკური ჯგუფის წევრად/ინტერვიუერად. 2005 წ. ქ. ემუხვარი იყო „საბაზრო ეკონომიკის  პროგრამის (FOME Program) ტრენერი. 2006 წ. კითხულობდა ლექციებს რეკლამის ფსიქოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქ. ემუხვარმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (ბაკალავრი) და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტში. ის ასევე არის ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „რენდ კორპორეიშენისა“ და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ ორგანიზებული ერთობლივი პროგრამის „საერთაშორისო ურთიერთობები და ეროვნული უსაფრთხოება“ კურსდამთავრებული. ქ. ემუხვარს გავლილი აქვს სასერტიფიკატო კურსები შემდეგ სფეროებში: პოლიტიკის განვითარება, ეროვნული უსაფრთხოება, კონფლიქტების პრევენცია, ევროპული ინტეგრაცია.

ნინო რამიშვილი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ნინო რამიშვილი 2001 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ფინანსური მენეჯერი. 1988-97 წლებში, ის იყო კვლევის თანაშემწე ნიკო მუსხიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში. 1990-91 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი მეთოდებისა და მათემატიკური მოდელირების კათედრაზე. 1996 წელს მუშაობდა “თბილკომბანკის” საოპერაციო განყოფილებაში, ხოლო 1997 წელს კონსალტინგის ცენტრში მთავარ ბუღალტრად. 1997-98 წლებში მუშაობდა შ.პ.ს. „გარანტ-აუდიტის“  ბუღალტერად და 2000-01 წლებში ნ. ჟორდანიას სახელობის ფრანგულ კოლეჯში მათემატიკის პედაგოგად. 1989 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი.

თათა წერეთელი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ასისტენტი

თათა წერეთელი 2009 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ასისტენტი. 2006 წელს, მან გაიარა სტაჟირების პროგრამა საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იურიდიულ დეპარტმანტში. მოგვიანებით, თათა წერეთელი მუშაობდა  სპეციალისტად საქართველოს პარლამენტის კვლევისა და ანალიტიკური განყოფილების დეპარტამენტში. თათა წერეთელმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს.

 

მერი ბინიაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და სოციალური მედიის მენეჯერი

მერი ბინიაშივლი 2016 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და სოციალური მედიის მენეჯერი. 2015-2016 წწ.-ში ის მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგაოდებასთან ურთიერთობების დეპარტმანეტში. 2012 წელს მ. ბინიაშვილი იყო მკვლევარი საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „პსიქოპროექტში“. 2012-2013 წწ.-ში მან გაიარა პრაქტიკა საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტმანეტში. მ. ბინიაშვილს დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (2009-2013წწ.) და ასევე ფლობს  საზოგადოებასთან ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (ჯიპა) (2014-2016 წწ.). ის ასევე არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისი ურთიერთობების კვლევის ფონდისა და „ჯე-თი-აი კაუკასუს“  მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსის „ტრენინგი ჟურნალისტებისთვის ეკონომიკაში, გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიებში“ კურსდამთავრებლი (2016). 

რუსუდან მარგიშვილი

პროექტის კოორდინატორი

რუსუდან მარგიშვილი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის კოორდინატორი 2010 წლიდან. მას აქვს 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება. 1994-2006 წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. 2005-2010 წწ. იყო „ენის სკოლის“ მასწავლებელი და უცხოელებს ასწავლიდა ქართულ ენას. 2010 წ.-დან არის თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის მოწვეული მასწავლებელი და კითხულობს ლექციებს ბერძნულ ეპიგრაფიკაში. 1996 წლიდან ეწევა სარედაქციო საქმიანობას და თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. რ. მარგიშვილი მუშაობდა პროექტების კოორდინატორად ხელოვნების საერთაშორისო ცენტრსა (1996-1998) და ხელოვნების სახლ „თაგისში“ (1999-2000). 2006 წლიდან ჩაერთო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროექტებში (2006-2007, 2009), რომელთა ფარგლებშიც ასწავლიდა ქართულ ენას. რ. მარგიშვილს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით (1986-1991), ასევე - ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა (1991-1994). 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 

 

ნათია ქალდანი

პროექტის კოორდინატორი

ნათია ქალდანი 2015 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პროექტის კოორდინატორი. 2011-2012 წწ.-ში იგი მუშაობდა საქართველოს სტრატეგიული  კვლევებისა და განვითარების ცენტრში, სადაც სამოქალაქო განვითარების პროგრამის ფარგლებში მუშაობდა საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის ანალიზზე ევროკავშირის პოლიტიკის ჭრილში. 2012 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარია საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეთა დეპარტამენტში.  2013-2014 წწ. იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ კოორდინატორი. პროექტის ფარგლებში ნათია კოორდინირებას უწევდა ისეთ პროექტებს, როგორიცაა „საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია და მის სამოქმედო გეგმა საქართველოში“, „3 ათასი საჯარო მოხელის გადამზადება“, ასევე - იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან თანამშრომლობით საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვის პროექტებს. 2014-2015 წწ. ნ. ქალდანი მონაწილეობას იღებდა მოხალისეობრივ პროგრამაში გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაციაში „პური მსოფლიოსთვის“ (ბერლინი, გერმანია). ნათია ქალდანმა დაამთავრა გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ბაკალავრი, 2010). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა (2012).  ის მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო სემინარში ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამოქალაქო განვითარება, ადვოკატირება დემოკრატიული ცვლილებებისთვის, საერთაშორისო პოლიტიკა (თურქეთი, უნგრეთი, გერმანია). 

 

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.