საბჭო

თემურ იაკობაშვილი

დამფუძნებელი, საბჭოს თავმჯდომარე

თემურ იაკობაშვილი არის ლიდერობის ახალი საერთაშორისო  ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2014 წლამდე იგი იყო ტრანსატლანტიკურ საკითხებში გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 2011 წლის თებერვლიდან 2013 წლის მარტამდე - საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2011 წლამდე - ვიცე პრემიერ-მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში.

თემურ იაკობიშვილი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანადამფუძნებელი და წლების მანძილზე იყო ფონდის აღმსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი. ამჟამად იგი არის ფონდის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. თ. იაკობაშვილი არის საქართველოს ატლანტიკური საბჭოს, ასევე საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს თანადამფუძნებელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (ჯიპა) და საქართველოს ევროპული სახლის მმართველი საბჭოს წევრი.

თ. იაკობაშვილი დიდი ხანია მუშაობს დიპლომატიურ სამსახურში: 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე, იგი იყო აშშ-ის, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი.  მას საქართველოს პრეზიდენტისაგან მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდება.

თ. იაკობაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1998 წელს გაიარა დიპლომატიის კურსები ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკური და დიპლომატიური კვლევების ცენტრში. 2002 წელს იყო იელის საერთაშორისო სტიპენდიანტი. მან 2004 წ. მონაწილეობა მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის  კენედის მმართველობის სკოლის უსაფრთხოების პროგრამაში. 20016 წელს იყო მიწვეული მკვლევარი შვედეთში, უფსალის უნივერსიტეტში, აბრეშუმის გზის კვლევის ცენტრში.

2012 წელს იაკობაშვილი დააჯილდოვეს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. 

ირაკლი მენაღარიშვილი

თავმჯდომარე, სტრატეგიული კვლევების ცენტრი

ირაკლი მენაღარიშვილი 2003 წლიდან არის საქართველოს  სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ფონდის სტრატეგიული კვლევების ცენტრის თანათავმჯდომარე. ი. მენაღარიშვილს აქვს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი კარიერა დაიწყო 1970-იან წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 1980-1982 წწ.-ში მუშაობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსად.  1990-2003 წწ.-ში ი. მენაღარიშვილს ეკავა სხვადასხვა თანამდებობა საქართველოს მთავრობაში: 1993-1995 წწ. - პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1986-1991, 1992-1993 წწ. - საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, 1992 წ. - საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი. 1995-2003 წწ. - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.  ირაკლი მენაღარიშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (1974). მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი.

სტეფან ფრედერიკ სტარი

ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის კვლევის პროგრამის თავმჯდომარე

ბრენდა სოფია შაფერი

ატლანტიკური საბჭოს გლობალური ენერგეტიკის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი

ერიკ სვანტე კორნელი

უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის კვლევის პროგრამის კვლევის დირექტორი

ჯონათან კულიკი

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მარონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ავინოამ იდან დუნაევსკი

ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტისა და აბრეშუმის გზის კვლევის პროგრამის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.