პრეზენტაციები

პოლიტიკის დოკუმენტების საჯარო განხილვა

2017 / 05 / 18

2017 წლის 16, 17 და 18 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) სასწავლო პროგრამის -,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში“ - ფარგლებში გაიმართა მონაწილეების დაწერილი პოლიტიკის დოკუმენტების საჯარო განხილვა.

ღონისძიებაზე სასწავლო პროგრამის მონაწილეებმა წარმოადგინეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე შემუშავებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები. პოლიტიკის დოკუმენტები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა „რუსეთის ანტიქართული პროპაგანდის განეიტრალება“, „ქალთა როლის გაძლიერება შინაგან საქმეთა სამინისტროში“, „სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობა“, „მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა“ და სხვა.

პროგრამა ,,საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში”  მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მართვის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევაში. პროექტი ითვალისწინებს საშუალო რგოლის საჯარო მოხელეთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკის დასახვეწ პრაქტიკულ მეცადინეობებში.

პროგრამას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ახორციელებს რონდელის ფონდი  ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით (EDK).

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.