შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია ახალქალაქში - “რეგიონული კონფილქტები საქართველოში “

2017 / 05 / 11

2017 წლის 11 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე - “რეგიონული კონფილქტები საქართველოში “.

ლექცია წაიკითხა რონდელის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა შოთა უტიაშვილმა. მომხსენებელმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები, მოკლედ მიმოიხილა რეგიონში არსებული კონფლიქტები, შეაფასა სიტუაცია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, იმსჯელა არსებული კონფილქტების გადაჭრის ალტერნატივებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის გზების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში. ლექციები იმართება პერიოდულად, ძირითადად ეთმობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამგვარი შეხვედრები ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს  აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში.

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.