შეხვედრები და დისკუსიები

დისკუსია ახალქალაქში - „ამერიკა-საქართველოს 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები“

2017 / 05 / 08

2017 წლის 8 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) ახალქალაქის რეგიონულ ოფისში გაიმართა საჯარო ლექცია-დისკუსია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის თემაზე - „ამერიკა-საქართველოს 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები.“

ლექცია წაიკითხა ლევან მიქელაძის აღმასრულებელმა დირექტორმა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა 2013-2016 წწ.-ში არჩილ გეგეშიძემ. მომხსენებელმა მოკლედ მიმოიხილა ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ისტორიულ ჭრილში, ხაზი გაუსვა ამერიკის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განვითარებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არჩილ გეგეშიძემ ასევე იმსჯელა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ფონდის მიერ ორგანიზებული სალექციო შეხვედრების ფარგლებში. ლექციები იმართება პერიოდულად, ძირითადად ეთმობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ქართული სახელმწიფოს შესახებ მათი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, და ეროვნული ინტეგრაციის პროცესის პოპულარიზაციას თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად. ამგვარი შეხვედრები ეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს  აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებში.

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.