შეხვედრები და დისკუსიები

შეხვედრა წეროვანისა და ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან

2017 / 04 / 26

2017 წლის 25-26 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდმა (რონდელის ფონდი) პროექტ „ჩემი სამყაროს“ ფარგლებში  წეროვანის #3 საჯარო სკოლასა და ქ. ზუგდიდში აფხაზეთის #1 საჯარო სკოლაში გამართა შეხვედრები წეროვანისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებთან. შეხვედრებისას ფონდმა უფროსკლასელებს გადასცა ჟურნალ  „ჩემი სამყაროს“ მე-14 და მე-15 ნომრები და ჩაატარა ლექციები:  წეროვანში - რონდელის ფონდის გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი პროფესორი ვლადიმერ პაპავა მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ეკონომიკის შესახებ, ხოლო აფხაზეთის სკოლების უფროსკლასელებს ზუგდიდში  ილია ჭავჭავაძეზე, როგორც პირველ ქართველ ლიბერალზე, ესაუბრა ჟურნალ  „ჩემი სამყაროს“ ერთ-ერთი ავტორი რევაზ თოფურია. ორივე ლექციაში მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს, დაისვა კითხვები და გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები.

პროექტი „ჩემი სამყარო“ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტს აფინანსებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის განკუთვნილი ქართულენოვანი ჟურნალის - „ჩემი სამყაროს“ - გამოცემა. ჟურნალი წარმოადგენს საკითხავს უფროსკლასელებისთვის და მოიცავს სხვადასხვა თემასა და სფეროს. მასში გამოქვეყნებული სტატიები შეეხება პილიტიკას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მეცნიერებას, ხელოვნებას, საინტერესო ამბებსა და მოვლენებს, დიდ და ქვეყნისა თუ კაცობრიობისათვის მნიშვნელოვან ადამიანებს. „ჩემი სამყარო“ გამოდის სამ თვეში ერთხელ, ყოველი ნომერში არის 9 რუბრიკა და კროსვორდი, რომელიც შედგენილია წინა ნომრებში გამოქვეყნებულ მასალაზე დაყრდნობით. სტატიები იწერება საგანგებოდ ამ ჟურნალისათვის. ტირაჟი არის 2000 ეგზემპლარად.

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.