შეხვედრები და დისკუსიები

მრგვალი მაგიდა: „სავაჭრო დერეფნების ხელშეკრულება- შესაძლებლობები და გამოწვევები”

2017 / 04 / 13

2017 წლის 13 აპრილს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა დისკუსია/მრგვალი მაგიდა თემაზე: „სავაჭრო დერეფნები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე: შესაძლებლობები და გამოწვევები“.

დისკუსიაზე მოხსენებით გამოვიდა შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, ხოლო დისკუსანტებს შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.

დისკუსიას ხელმძღვანელობდა რონდელის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი შოთა უტიაშვილი.

მომხსენებლებმა  ისაუბრეს  „სატრანსპორტო კორიდორების შეთანხმების“ მნიშვნელობის, შინაარსობრივი და ტექნიკური მხარეების შესახებ, ასევე, თუ როგორ მიმდინარეობს შეთანხმებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მუშაობის პროცესი. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები და სტუდენტები.

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.