შეხვედრები და დისკუსიები

საჯარო სემინარი „პოლიტეკონომიური საუბრები ვლადიმერ პაპავასთან“

2017 / 03 / 28

2017 წლის 28 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა საჯარო სემინარი „პოლიტეკონომიური საუბრები ვლადიმერ პაპავასთან“, რომლის თემა იყო „საქართველოს ეკონომიკა: ოპტიმისტური ხედვიდან პრიმიტივისტულ ნაბიჯამდე“.

სემინარს უძღვებოდა რონდელის ფონდის გამოყენებითი ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ვლადიმერ პაპავა. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური ვითარების შესახებ. პროფესორმა მომოიხილა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება), საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020, იპოთეკური სესხების გალარების პროგრამა და სხვა საკითხები. მომხსენებელმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკის განვითარების პროცესში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები.

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.