კონფერენციები და სემინარები

საერთაშორისო კონფერენცია -"საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები"

2017 / 05 / 16

2017 წლის 16 მაისს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მოხსენებითი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე  - "საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები".

კონფერენციის სტუმრებმა სამეცნიერო, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქართველოში დემოკრატიზაციის იმ გამოწვევებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისა და ევროპეიზაციის გზაზე გვხვდება.

საერთაშორისო კონფერენცია 3 პანელისგან შედგებოდა:
• პარტიული პოლიტიკა და დემოკრატიზაცია - პანელი დაეთმო მსჯელობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება. 
• პარლამენტარიზმი - მომხსენებლებმა ისაუბრეს, თუ რა გზებითაა შესაძლებელი საქართველოს პარლამენტის გაძლიერება და მისი ეფექტურობის გაზრდა.
• ევროპეიზაცია & დემოკრატია - მომხსენებლებმა საკუთარ ხედვები წარმოადგენეს, თუ როგორ უნდა განავითაროს საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების წარმართვის უფრო თანმიმდევრული სტრატეგია.

 

© 2017 საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. ყველა უფლება დაცულია.